“სიყვარული ამოძრავებს სამყაროს” _ თითოეული ჩვენგანი, თავისებურად აღიქვამს და გამოხატავს ამ უძლიერეს გრძნობას.
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მათში არსებული სიყვარული და სითბო თანაბრად გადაანაწილონ ასაკის მიუხედავად. ეს სიტყვები მისი ცხოვრების მოტივად იქცა, მისი გამოჩენა თითოეული ჩვენთაგანისთვის, სიხარულის, სიყვარულის, იმედის სითბოს მომცემი იყო.
#1 ბაგა-ბაღმა დაკარგა პიროვნება რომლის შეფასება სრულყოფილად ყველას არ შეუძლია. თავზარდამცემია მისი მოულოდნელი გარდაცვალება, თითოეული ჩვენგანისთვის თითქმის სამყარო გაიყინა, ჩვენო ძვირფასო ნატალი!
შენ ჩვენს გულებში დარჩები, ისე როგორც ცოცხალი, ტკბილ მოგონებებთან ერთად.
უფალს ებარებოდე, ჩვენო უსაყვარლესო, მისაბაძო მეგობარო! ვუსამძიმრებთ ოჯახს და ახლობლებს.
#1 ბაგა-ბაღის თანამშრომლები