ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ კიპერის ინფორმაციით, ოდესაში რუსების მიერ დროებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა.მაშვებელმა ნანგრევებიდან 3 თვის ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს. მის დედას ისევ ეძებენ.
შეგახსენებთ, რომ 2 მარტს, გვიან ღამით რუსებმა ოდესას უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. დრონი ქალაქის საცხოვრებელ უბანში მაღალსართულიან კორპუსს შეეეჯახა. დაშავდა, სულ მცირე, 7 ადამიანი.