ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ერთი ადამიანი დაღუპული დახვდა. ოთხი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საქართველოს კლინიკების ქსელის წევრ, ნინოწმინდის ჰოსპიტლის ინფორმაციით, დაშავებული ოთხი ადამიანიდან ორი კატასტროფის ჯგუფს სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავს, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, მეორის კი სტაბილურად მძიმე. დარჩენილ ორ პირს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, რომლებიც ჰოსპიტლიდან უკვე გაწერეს.
რა მუხლით დაიწყო შსს–მ მომხდარზე გამოძიება, „სამხრეთის კარიბჭეს“ რედაქცია პასუხს ელოდება.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე