პარტია „გირჩის“ ლიდერს, იაგო ხვიჩიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა პარტიის ოფისში მოხდა:
„ადამიანი მოვიდა ოფისში, რომლის ძმაც ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან თავის დროზე, „ბიბლური თავისუფლების“ დახმარებით. შემდეგ ეს ძმა წავიდა ამერიკაში. ახლა მეორე ძმამ, მამა შალვას და მისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ მისი ძმა ჩვენ სატანას ვაზიარეთ. ოფისში მოვიდა, თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფას. ჩავერიე და მისი მოქნეული ხელი მომხვდა.
ეს ტიპი არავის მოგზავნილი არ არის, არც საპატრიარქოსი და არც მთავრობის. ჩვეულებრივი სულელია. რიგითი სულელები რომ არიან, რომლებიც ჭედავენ. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, სავარაუდოდ, მაინც ჩააყუდებენ, ციხეში, სამწუხაროდ. ასე დამთავრდება ეს ისტორია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.