როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ეს ნამდვილი სიყვარულია? – ასეთი შეკითხვა ბევრ ადამიანს უჩნდება. ამ მშვენიერი გრძნობის ამოცნობა ადვილი არ არის. ფსიქოლოგები დაგეხმარებიან გაარკვიოთ, ნამდვილი გრძნობა გეწვიათ თუ უბრალო გატაცება.
ჭეშმარიტი სიყვარული უცებ არ ჩნდება. როდესაც გაიცნობთ ადამიანს, რომელიც გარეგნობით, ქცევებით, ინტელექტით თქვენს იდეალს უახლოვდება, ის გხიბლავთ. სიყვარული კი შემდეგ მოდის. ამას დრო სჭირდება.
მიჩნეულია, თითქოს მსუბუქი ეჭვიანობა შეყვარებულთა შორის ნორმალური მოვლენაა. სინამდვილეში ეს არა – ამაღლებული გრძნობის, არამედ მესაკუთრეობის ნიშანია.
მოუსვენრობა, შფოთვა-წუხილი, არაადეკვატური ქცევები ვნებიანი გატაცების მაჩვენებელია და არა – ჭეშმარიტი სიყვარულის.
საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნა მისდამი თქვენს სიყვარულს უფრო ამძაფრებს.
სიყვარული ნამდვილად არ არის ბრმა. ყველამ ვიცით, რომ უნაკლო არავინაა. თუ შეყვარებულს უნაკლოდ მიიჩნევთ, ეს გატაცებაა.
მოსიყვარულე ადამიანები ერთმანეთის გვერდით თავს თავისუფლად უნდა გრძნობდნენ. თუ მათ ურთიერთობაში მთავარი მხოლოდ შთაბეჭდილების მოხდენაა, ასეთ შემთხვევაში სიყვარულზე საუბარი ნაადრევია.
ავტორი