https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დაგვიანებით გახსნილი   რვამილიონნახევარი ლარის ღირებულების ორი საბავშვო ბაღი   ლანჩხუთში

9:55; 18.03.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საბავშვო ბაღი არის ის პირველი დაწესებულება, რომელთანაც ბავშვს უწევს შეგუება,  სადაც ურთიერთობს როგორც თანატოლებთან, ასევე უფროსებთან. ეს კი ეხმარება მას შეიძინოს ახალი გამოცდილება და მოერგოს ახალ სოციალურ გარემოს.  პატარა, სწორად დაგეგმილი აქტივობების მეშვეობით, ბაღში უკეთ ვითარდება, უმჯობესდება მისი ფიზიკური, შემეცნებითი და სოციალური უნარ-ჩვევები.

ცნობილია, რომ ის ბავშვები, რომლებიც საბავშვო ბაღში დადიოდნენ, უფრო ადვილად ადაპტირდებიან სასკოლო გარემოში და ხშირად უკეთესი წინასასკოლო მზაობაც აქვთ. გარდა ამისა, ბაღი ეხმარება მშობლებს, რომ ბავშვს კარგად სტრუქტურირებული დღის განრიგი ჰქონდეს. 

ამის ფონზე კი, საინტერესოა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობის კუთხით, რა ვითარებაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში.

როგორც ლანჩხუთის საგანმანათლებლო  სააღმზრდელო ცენტრში გავარკვიეთ, დღეის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში 19 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს:

“ჩვენს მუნიციპალიტეტში 2013-2023 წლებში 7  ბაღი აშენდა: წყალწმინდის, ჯურუყვეთის, სუფსის, ხაჯალიის, ლესის, ჩოლობარგისა და აცანის საბავშვო ბაღები”.

საგულისხმოა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსასა და სოფელ ხაჯალიაში,  100 ბავშვზე გათვლილი, 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა  2023 წლის შემოდგომაზე დაასრულა.

“ახალი ბაღების მშენებლობა აზიის განვითარების ბანკმა 8,8 მილიონი ლარით დააფინანსა.

პროექტების გახორციელების შედეგად, ბაღის აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისს ბაღებში ივლიან.

ახალ საბავშვო ბაღებში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზოები. პროექტში გათვალისწინებული იყო შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, 20 საბავშვო ბაღის მშენებლობას ახორციელებს. პროგრამის ჯამური ღირებულება 79,5 მილიონი ლარია. პროგრამის დასრულების შემდეგ, ჯამში, 2275 ბავშვი ისარგებლებს განახლებული ინფრასტრუქტურით”, _ ვკითხულობთ მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირკვევა, რომ  მუნიციპალური განვითარების ფონდმა სუფსისა და ხაჯალიის საბავშვო ბაღების მშენებლობის ტენდერი 2021 წლის ივნისში გამოაცხადა და ცალკეულზე პროექტის სავარაუდო ღირებულება 4,395,760 ლარი იყო. საბოლოოდ,  სუფსის შემთხვევაში, საკონტრაქტო ღირებულება 4 მილიონ 200 ათასი ლარით განისაზღვრა, ხოლო ხაჯალიის  _ 4 მილიონ 300 ათასი ლარით.

რაც შეეხება კომპანია “ქართულ სამშენებლო ჯგუფს”, საჯარო რეესტრიდან ამოღებული ინფორმაციით,  მას სულ მონაწილეობა მიღებული აქვს 183 ტენდერში. მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 109,506,075 ლარია; მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება  კი _ 107,552,388.06 ლარი. კომპანიას ასევე გახორციელებული აქვს 7 გამარტივებული შესყიდვა, რომელთა ხელშეკრულებების საერთო ღირებულება  654,691.28 ლარს წარმოადგენს.

ირკვევა, რომ  კომპანიასთან, რომელიც სამშენებლო  ბაზარზე უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს,  უმეტესად შესყიდვები მუნიციპალური განვითარების ფონდსა და  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს  აქვს გახორციელებული.

მოკლედ, პროექტი დასრულდა, თუმცა, სააღმზრდელო პროცესის განახლება ხაჯალიისა და სუფსის საბავშვო ბაღებში დაგვიანდა.

2023 წლის  25 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სკოლამდელი საგანმანათლებლო  ცენტრის დირექტორმა ნატა კობალავამ, როგორც ცენტრის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ,  საბავშვო ბაღების მენეჯერებისთვის სამუშაო თათბირი ჩაატარა. აქ ითქვა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყველა  ბაგა-ბაღში ახალი სასწავლო წელი დაიწყებოდა 2 ოქტომბერს, ხოლო ახალაშენებული საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყება 9 ოქტომბრიდან “რადგან  ეტაპობრივად მიმდინარეობს ინვენტარის შეტანა და დაკომპლექტება”.

თუმცა, დათქმულ 9 ოქტომბერს ამ ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ დაწყებულა. გადაცემასთან “მაესტრო რეგიონები” 16 ოქტომბერს   გაკეთებულ კომენტარში ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა ამის მიზეზად ინვენტარის შეზიდვის დაგვიანება დაასახელა და თქვა, რომ პირველ ნოემბერს ბაღები გაიხსნებოდა:

“ბაღების კუთხით, ჩვენს მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში  საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გახორციელდა. 2021 წელს გავხსენით აცანის საბავშვო ბაღი, რომელიც 50 ბავშვზე იყო გათვლილი. მიმდინარე წელს კი ორი ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდა. ჩვენმა მუნიციპალიტეტმა  დროულად გამოაცხადა ტენდერი, თუმცა, არაკეთილსინდისიერი მიმწოდებლის გამო, გაჭიანურდა ავეჯის შეტანა. 22ოქტომბრისთვის სრულად იქნება ეს საკითხი მოწესრიგებული და პირველი ნოემბრიდან შესაძლებელი იქნება უკვე ამ ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყება”.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ბაღებში ავეჯი შეიტანეს, მაგრამ აღსაზრდელები მაინც ვერ მიიღეს.  კითხვები ამ კუთხით საკრებულოშიც გაჟღერდა. მაგალითისთვის, 2023 წლის 27 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ამ თემაზე  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  წევრმა, ირმა მგელაძემ ისაუბრა:

 “არ ვიცით ამ წელს საერთოდ დაიწყება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ამ ბაღებში.  ყველამ ვიცით, რომ უმეტესობა ოჯახების შეჭირვებულია და საკვების გამო დაჰყავს ბავშვები ბაღში. გამოვიდა, სამწუხაროდ, ისე, რომ ეს სასწავლო წელი ჩაუვარდათ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ცოტა ნაადრევად მოგვივიდა ჩვენ ახალსოფლის ბაღის დახურვა, ყოფილიყო ის, ევლოთ ბავშვებს სანამ ყველაფერი მოწესრიგდებოდა”.

ირმა მგელაძის აზრით, პრობლემაა ის, რომ დეცენტრალიზაციის პირობებში, პირიქით ცენტრალიზდება და მსხვილდება თემები, ხოლო სოფლები, ისედაც მზარდი მიგრაციისა და ნაკლები შობადობის პირობებში, იცლება. მისი თქმით, ახალსოფლის ბაღის დახურვაც (გადატანა) ამის ერთ-ერთი ტიპიური მაგალითია:

“და კიდევ ერთი, რაც მე ძალიან მტკივნეულად მიმაჩნია ამ პროცესში: მაშინ, როცა მთელი ქვეყანა დეცენტრალიზაციაო, იძახის, რატომ მოხდა ისე, რომ ახალსოფელში ვერ გაკეთდა ერთჯგუფიანი კარგი ბაღი, როგორიც სოფელ აცანაში გვაქვს და  რატომ გაკეთდა სუფსაში იმხელა ბაღი, რომელიც ბავშვების ნაკადის სიმცირის გამო, შეიძლება ვერც შეივსოს?! ამით კიდევ ერთი პრობლემა ჩნდება, როცა თავს ვიწონებთ, რომ საბავშვო ბაღები უფასოა, რანაირად გამოდის უფასო ახალსოფლიდან მშობელი ბავშვს რომ წაიყვანს   სუფსაში?! რატომ არ შეუნარჩუნდა ახალსოფელს თავისი ბაღი, ერთი განათლების კერა, ერთი კერა, რომელიც თავისებურად სიცოცხლეს სძენდა ამ სოფელს?!! ასე თუ ვიარეთ, გამოვა ისე, რომ სოფლები საერთოდ ჩაკვდება”.

ადგილობრივი ხელისუფლება ბაღებში სააღმზრდელო პროცესის არდაწყებას იმით ხსნიდა, რომ 112-ის სამსახურის მოთხოვნით, ახალი სტანდარტების შესაბამისად, დამატებითი ღონისძიებები იყო გასატარებელი. კერძოდ, სპეციალური ცეცხლგამძლე კარი  იყო  დასამონტაჟებელი. ამასობაში კი, 2024 წლის ზამთარიც ისე მიიწურა,   სუფსისა და ხაჯალიის საბავშვო ბაღების კარი აღსაზრდელებს არ შეუღიათ.

“მაინტერესებს სუფსისა და ხაჯალიის საბავშვო ბაღების ბედი როგორ გადაწყდა, სადაც ახალი შენობები აშენდა, თუმცა, სააღმზრდელო პროცესი ამ დრომდე არ განახლებულა”, _  ამ კითხვით  27 თებერვალს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიმართა ირმა მგელაძემ ლანჩხუთის მერს.

“სუფსისა და ხაჯალიის საბავშვო ბაღებში ნამდვილად დიდი ხნის განმავლობაში შეიქმნა გარკვეული პრობლემები. ახალი სტანდარტები იქნა შემოღებული, მას შემდეგ, რაც გამოცხადდა  ამ ბაღების მშენებლობების ტენდერი.  საჭირო გახდა სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახალი კარების ჩასმა, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია სჭირდებოდა. ეს კარი, მინიმუმ, 120 წუთი უნდა იყოს ცეცხლგამძლე. 112-ის სამსახურმა შეამოწმა და  არ ჩაიბარა, მოითხოვა დამატებითი უსაფრთხოების ზომები. კომპანიამ ჩააყენა ახალი კარი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ იყო სტანდარტის შესაბამისი. ახლა ჩამოტანილია და დაყენებულია ახალი კარი, ველოდებით 112-ის ჩამოსვლას და შემოწმებას. ვფიქრობ,  შემდეგი ორშაბათისთვის, 4 მარტისთვის არ უნდა შეგვექმნას ამ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყების პრობლემა. ყოველ შემთხვევაში, მაქსიმუმ 10 რიცხვამდე, საბოლოოდ მოწესრიგდება ეს პრობლემა. აქ საუბარი იმაზე, რომ ბაღს რაიმე ნაკლი აქვს  ან რამე უხარისხოდ იყო გაკეთებული, ძალიან მცდარი იქნება, რადგან ასეთი მაღალი ხარისხის ბაღები ჩვენს მუნიციპალიტეტში არაა”, _  განმარტა ამჯერად ალექსანდრე სარიშვილმა და იქვე ისიც დასძინა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ხუთი ახალი ბაღის მშენებლობა იწყება.

ახალი პროგრამის დაწყება კი, რომელიც  ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს, საქართველოს ყოფილმა  პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის იანვრის ბოლოს დაანონსა. ამის თაობაზე მაშინ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა:

“ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად გახორციელდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია. სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, ტენდერები უახლოეს მომავალში გამოცხადდება. ახალი პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება. მოეწყობა ბაღების შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და პრიორიტეტების მიხედვით იგეგმება”, _ ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში, რომელიც 2023 წლის 30 იანვრითაა დათარიღებული.

ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობითვე, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქვეყნის მასშტაბით, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 2023 წლის გაზაფხულზე უკვე 69 ტენდერი გამოაცხადა. ამ ტენდერებით, საერთო ჯამში, 140 ახალი საბავშვო ბაღი უნდა აშენდეს, რომლებიც 11 ათას ბავშვს მოემსახურებიან.

ტენდერების საერთო ღირებულება 290 მილიონ ლარს შეადგენს, შესაბამისად, ერთი საშუალო საბავშვო ბაღის მშენებლობა ბიუჯეტს 2 მილიონი ლარი დაუჯდება.

კომპანიებთან ხელშეკრულებები Design Build-ის პირობებით გაფორმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეტენდენტებმა არქიტექტურული პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდს თავად უნდა წარუდგინონ.

სატენდერო პირობების მიხედვით, თითოეულ შესყიდვაში კომპანიებმა უნდა დაადასტურონ, რომ შესრულებული აქვთ ტენდერის მთლიანი ღირებულების ტოლი ღირებულების რკინა-ბეტონის სამუშაოები.

რაც შეეხება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს, აქ  3 სოფელში: ღრმაღელეში, გულიანსა და  ნინოშვილში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები აშენდება  3,873,740 ლარის ღირებულებით; ხოლო 2 სოფელში  _ ნიგვზიანსა და  გაგურში (აკეთის ადმინისტრაციული ერთეული) 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები ,  3,643,643 ლარის ღირებულებით.

ცნობისთვის: 2013- 2022 წლებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით, გახორციელდა 18 საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტით – 810 საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაციის პროექტი.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის მიერ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძისთვის სადეპუტატო კითხვის პასუხად მიწერილ წერილშია აღნიშნული: “დამატებით გაცნობებთ, რომ სამინისტროში დაცული ინფორმაციით, 2003-2012 წლებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით, გახორციელდა 7 საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი”.

P.S. ამჯერად, მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე სარიშვილის მიერ დათქმული ვადა, რომ საბავშვო ბაღები ხაჯალიასა და სუფსაში 2024 წლის 10 მარტისთვის გაიხსნებოდა, აღარ დარღვეულა და ამ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო.

სოფო წილოსანი

ავტორი

ალექსანდრე სარიშვილიირმა მგელაძე
გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ჩემი აქ ყოფნის ერთადერთი მიზეზი არის, რომ მამა შორიდან ვნახო”- ნინი მანჯგალაძე

15:47; 10 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

როდის დაიწყება და რამდენხანს გასტანს საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები

13:57; 10 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო

13:05; 10 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

Spotlight-ის სპიკერები ცნობილია – ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი

12:39; 10 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

„სამოქალაქო პიკნიკი – კაპარჭინასთვის“ –  მდინარის პერსპექტივები ფოთის მოსახლეობის თვალით

12:25; 10 დეკემბერი, 2025

სამსახურის მენიუ

პირველი მილიონერი კინომსახიობი

ყველა სიახლე

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

16:24; 10.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 3500-ზე მეტმა სტუდენტმა შემოიტანა – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

15:53; 10.12.2025
საზოგადოება

“ჩემი აქ ყოფნის ერთადერთი მიზეზი არის, რომ მამა შორიდან ვნახო”- ნინი მანჯგალაძე

15:47; 10.12.2025
პოლიტიკა

საია: 2025 წელი საქართველოში შეზღუდული თავისუფლებების წელია

15:06; 10.12.2025
პოლიტიკა

ვის ჩამოეწერება ჯარიმები

15:00; 10.12.2025
პოლიტიკა

რას აცხადებს ირაკლი კობახიძე გალის რაიონში საბაჟო ტერმინალის მშენებლობაზე

14:52; 10.12.2025
პოლიტიკა

პაატა სალია: ევროკავშირის წევრი 17 ქვეყანა საქართველოს უსაფრთხო სახელმწიფოდ მიიჩნევს

14:48; 10.12.2025
მსოფლიო

სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

14:42; 10.12.2025
პოლიტიკა

როდემდე უნდა გაგრძელდეს მიწის სპორადული რეგისტრაცია და რა სიახლეებია

14:27; 10.12.2025
პოლიტიკა

პაპუაშვილი: UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

14:12; 10.12.2025
პოლიტიკა

გია ვოლსკი: BBC-ის წინააღმდეგ სარჩელზე მუშაობა დაწყებულია

14:05; 10.12.2025
საზოგადოება

როდის დაიწყება და რამდენხანს გასტანს საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები

13:57; 10.12.2025
ზაფრანი

სიხარულის ჰოროსკოპი

13:54; 10.12.2025
ზაფრანი

ვის გააჩნია მოვლენების წინასწარ ხედვის ნიჭი

13:53; 10.12.2025
ზაფრანი

ყველაზე ჭკვიანი ქალები

13:52; 10.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო