წარმოშობით ქუთაისელმა ქალბატონმა, ამჟამად სამტრედიაში მცხოვრებმა ინგა ლაღაძემ, დაახლოებით, ათი დღის წინ დაგეგმა საკეისრო კვეთა ,,ჯეო ჰოსპიტალსის ” სამტრედიის სამეანო-ნეონატალურ განყოფილებაში.
დღეს, 20 მარტს დღის პირველი საათისთვის დაიბადა მამრობითი სქესის ახალშობილი, რომელსაც მშობლებმა გიორგი დაარქვეს. ინგა ლაღიძისთვის ეს უკვე მეორე მშობიარობაა. პირველი შვილი, ისიც ბიჭი, მას ასევე სამტრედიაში ჰყავს გაჩენილი. დღევანდელი მშობიარობა მიიღეს ექიმებმა, ბაკურ ენდელაძემ და ლალი ფახურიძემ.
,,ჯეო ჰოსპიტალსის ” სამტრედიის სამედიცინო ცენტრში პირველ თებერვალს აღდგა სამშობიარო განყოფილება, სადაც უკვე ექვსი მშობიარობაა დაფიქსირებული, მათგან სამი სამტრედიელი ახალშობილია.
ავტორი