ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
კვლევა „საქართველოს განვითარების პლატფორმის“ (GeoDP) მიერ „USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტი „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“ მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის გაუმჯობესებასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე არსებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით განიხილეს ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები. როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსებული მამოგრაფიის აპარატი უკვე შეძენილია, ხოლო მეორე პროექტის განხორციელება, 9 აპრილის ქუჩაზე სტადიონის მოწყობა, გაზაფხულის ბოლოს დაიწყება. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები, „USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved