ამერიკის შეერთებულმა შტატებმა Apple-ის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი სარჩელი შეიტანა, ტექნოლოგიური გიგანტი სმარტფონების ბაზრის მონოპოლიზებასა და კონკურენციის ჩახშობაში დაადანაშაულა,_ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„Apple-მა შეინარჩუნა მონოპოლიური ძალა სმარტფონების ბაზარზე არა უბრალოდ კონკურენციაზე წინ დგომით, არამედ ფედერალური ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევით“, – თქვა გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა პრესკონფერენციაზე სარჩელის გამოცხადებისას.
Apple-მა პირობა დადო, რომ “ენერგიულად” იბრძოლებს სარჩელის წინააღმდეგ და უარყოფს პრეტენზიებს.