პიანისტ გიორგი გიგაშვილს Terrence Judd-Hallé ჯილდო გადაეცა.
ინფორმაციისთვის, ყოველწლიურად BBC Radio 3 New Generation Artists-ის გამორჩეული პიანისტი ირჩევა ჯილდოს მფლობელად.
პრიზი მოიცავს კონცერტს და კამერულ შესრულებას Hallé’s 2024-25 მანჩესტერ სეზონის განმავლობაში. ასევე ფულად ჯილდოს 7 000 ფუნტს.
გიორგი გიგაშვილი დაიბადა თბილისში, 2000 წელს და სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. გიორგიმ უკვე აქვს მოპოვებული მთავარი პრიზები ესპანეთში, იტალიაში, ციურიხში და ისრაელში და დაამატა Terence-Judd-Hallé-ის ჯილდო, როგორც მისი პირველი პრიზი ბრიტანეთში. მისი სადებიუტო ალბომი Meeting My Shadow 2023 წლის აპრილში გამოვიდა და კრიტიკოსების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.