ლანჩხუთში, სოფელ ლესაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა (ჩასწორება: თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავარია სოფელი ლესაში მოხდა, თუმცა, მოგვიანებით დაზუსტდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილი ჯაპანა-ვაზისუბნის მიმდებარე ტეროტორია იყო).
როგორც წყარო გვიყვება, ავარია გუშინ მოხდა.
გარდაცვლილები ძმები არიან.
“ერთი ძმა ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში. საშინელი ტრაგედია დატრიალდა. სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები….”,-ამბობს წყარო.
როგორც ირკვევა, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
გარდაცვლილები სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან იყვნენ..
ავტორი