შემოქმედებითი კავშირი- საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით, წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის როლის შესრულებისათვის, გიორგი გეგეჭკორის სახელობის პრემია მსახიობ გიორგი დოლიძეს მიენიჭა,_ ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის თეატრის ფეისბუქგვერდი ავრცელებს.
მხატვრულ-დოკუმენტური ფანტასმაგორია ,,ექვთიმე”- ტრილოგიის მესამე ნაწილია, რომელიც წმიდა ექვთიმეს შესახებ მნიშვნელოვან მოვლენებს აცოცხლებს, მათ შორის მოგონებები ,, საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში”.
ოზურგეთის თეატრი პირველი ქართული თეატრია, რომელმაც წმიდა ექვთიმეს შესახებ პროექტი განახორციელა. აღნიშნულის იდეის ავტორი და დადგმის ხელმძღვანელი ვასო ჩიგოგიძეა, ინსცენირება, რეჟისორი გოჩა კაპანაძე.