სანაპიროზე რამდენიმე შეკვრა კოკაინი გამოირიყა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. შემთხვევა სიდნეიში მოხდა.
პოლიციის განცხადებით, ეს კოკაინის მასიური გადაზიდვის ნაწილია, რომელიც დეკემბრიდან ნაწილებად ირეცხება.
OECD-ის მონაცემებით, ავსტრალიელები არიან კოკაინის ყველაზე მაღალი მომხმარებელი ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში, შემდეგ მოდის ბრიტანეთი.
“გამოძიება გრძელდება, საზოგადოებას ვთხოვთ, რომ ნებისმიერი საეჭვო პაკეტის პოვნის შემთხვევაში შეატყობინონ ხელისუფლებას”, – აცხადებს პოლიცია.