https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რამდენიმე ახალი დეტალი გურული  მოჯირითეების შესახებ

21:46; 5.04.2024
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

 ქართველების საზღვარგარეთ მოღვაწეობის ისტორიიდან, ერთ საინტერესო და ეგზოტიკურ ეპიზოდს წარმოადგენს სახელოვანი გურული ცხენოსნების ამბავი, რომლებმაც XIX საუკუნის ბოლოდან დაწყებული, ვიდრე პირველ მსოფლიო ომამდე პერიოდში, აღტაცებაში მოიყვანეს საკუთარი მიღწევებით გაამაყებული ამერიკელები,    ისევე როგორც ეს გააკეთეს ჩვენმა სახელოვანმა მეფემ ფარსმან ქველმა და მისმა მხლებლებმა, რომლებმაც მოხიბლეს თავის დროზე მსოფლიო ბატონობის ჟინით შეპყრობილი რომაელები, აჩვენეს რა  ქართული მხედრობის უმაღლესი კლასი.

მსოფლიოში სახელმოხვეჭილმა მხედარმა და პოპულარულმა კოუდი ვილიამ ფრედერიკმა − ბაფალო ბილად ცნობილმა, 1893 წლიდან, ამერიკას პირველმა აჩვენა გურული მხედრობა, როგორც  უცხო  და უჩვეულო სანახაობა. აღნიშნული თემა საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია, განსაკუთრებით, ირაკლი მახარაძის წიგნებიდან და სტატიებიდან, თუმცა საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე არის ბევრი დეტალი, რაც ჯერ არ გამოსულა დღის სინათლეზე. მწირია ინფორმაცია ცალკეული მოჯირითეებისა და მათი ცხოვრების შესახებ. იმ პირთა სიაც კი, ვინც ამ პროცესში იღებდა მონაწილეობას, უფრო გრძელი უნდა იყოს, ვიდრე დღეს გვაქვს დადასტურებული.

სირთულეები, ფათერაკები, მშობლიური კუთხისადმი მონატრების განცდა გასდევდა თან ამერიკაში გურული ცხენოსნების მოღვაწეობას. ყოველივე ამის ატანის მთავარი მოტივი, გარდა თავის წარმოჩენისა,  სამშობლოში დარჩენილი ოჯახებისთვის ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველყოფა გახლდათ. საუკუნეზე მეტი ხნის გასვლის მიუხედავად, დღესაც, მექსიკის გავლით ამერიკაში წამსვლელი ქართველებისთვის, რჩება იგივე მოტივაცია – დაეხმარონ საკუთარი ოჯახის წევრებს ცხოვრების გაუმჯობესებაში.

გარდა მამაკაცებისა, ამერიკაში ჩასულ ცხენოსნებს შორის იყვნენ მანდილოსნები, გურული ქალები, რომლებიც ტოლს არ უდებდნენ მამაკაც მოჯირითეებს ურთულესი ტრიუკების შესრულებაში და დიდ შთაბეჭდილებებს ახდენდნენ ამერიკულ პუბლიკაზე. ფრიდა მგალობლიშვილი, დები მარო და ბარბალე ზაქარეიშვილები, მარო და ვერიკო კვიტაიშვილები, ქრისტინე ცინცაძე – ეს ქალბატონები ცნობილები იყვნენ თავიანთი შთამბეჭდავი, სანახაობრივი გამოსვლებით.

გურული ქალბატონების მამაცური გამოსვლები ამერიკულ, ფათერაკებით სავსე შოუებში, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართული იდენტობის ნაწილი არა ჩაგრული ქალი, არამედ ძლიერი მანდილოსანია, რომელიც მამაკაცის გვერდით იდგა და ტოლს არ უდებდა მას. ალბათ, ასე დაიბადა ლეგენდები კავკასიელ ამორძალებზე. საკითხი არ დასმულა, თუ რომელი რომელზე მაღლა იდგა. ეს იყო ერთი მთლიანი, ძლიერი ქართული მოცემულობა და იგი ფანტასტიკურ შთაბეჭდილებებს ახდენდა ამერიკული შოუბიზნესის პირველ მაყურებლებზე.

ჩემთვის მეტად საამაყოა მოჯირითეთა სიაში ორი ჩემი თანასოფლელის ხილვა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითიდან, გურულ მოჯირითეებს შორის გახლდათ სილოვან ქართველიშვილი და ვლადიმერ ჯახუტაშვილი. ორივეს შთამომავლობა დღესაც ცხოვრობს ჩვენს სოფელში. გურული მოჯირითეების შესახებ არსებულ ლიტერატურაში ამ ორი პიროვნების შესახებ ინფორმაცია თითქმის არ არსებობს, განსაკუთრებით ვლადიმერ ჯახუტაშვილზე არსად არაფერი დაწერილა. შესაბამისად წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც ბატონი ვლადიმერის შთამომავლებისგან მივიღე, წარმოადგენს სიახლეს ქართველი მკითხველისთვის.

ვლადიმერ ჯახუტაშვილი ცხოვრობდა სოფელ ძიმითში. მისი მეუღლე იყო ძიმითელი მარო გოჯასპირის ასული მუხაშავრია. მათ ჰყავდათ სამი ვაჟი: მოსე, მამია და ვასო ჯახუტაშვილები. სამივენი გაწვეულნი იყვნენ სამხედრო სამსახურში. მოსე და მამია მეორე მსოფლიო ომში დაღუპულან. ვასო ჯახუტაშვილი გადაურჩა ომს და დაბრუნდა სახლში, სწორედ მისი შთამომავლობის ხაზი აგრძელებს დღეს სოფელ ძიმითში ცხოვრებას. ვასოს შვილებიდან დღესდღეობით ცოცხალია მხოლოდ ნაზი ჯახუტაშვილი, სწორედ მისგან მივიღე ინფორმაციის დიდი ნაწილი.

როგორც შთამომავლები ყვებიან, წაბლის ხის სახლი, რომელშიაც ინახებოდა ძველი ნივთები, მათ შორის ვლადიმერის ჩამოტანილი სკივრი, ასევე, დიდი სურათი მისი გამოსახულებით, 90-იანი წლების ბოლოს ხანძარს ემსხვერპლა და ნივთების უმეტესი ნაწილი განადგურდა. ხანძრისაგან სახლის განადგურებას ადასტურებს სასწაულად გადარჩენილი ფოტოები, რომელთაც კარგად ეტყობა  ხანძრის  კვალი. სწორედ მათ შორის აღმოვაჩინე ვლადიმერის შვილის, მამიას ნახევრად დამწვარი ფოტო.

თარიღებთან დაკავშირებით ინფორმაციის გახსენება ვერ შეძლო ქალბატონმა ნაზიმ. რომელ წელს, ან წლებში იმყოფებოდა ვლადიმერ ჯახუტაშვილი ამერიკაში, ამის დასადგენად უნდა დავიხმაროთ მეორე ძიმითელი მოჯირითის – სილოვან ქართველიშვილის მოგზაურობის ისტორია. სილოვანი ამერიკაში ყოფილა სამჯერ – 1903, 1904, 1905 წლებში. ამას ადასტურებს ამერიკელი მკვლევარი რიჩარდ ალექსი ჯორჯიანი. სავარაუდოდ, ვლადიმერიც ამ პერიოდში, საკუთარ თანასოფლელთან ერთად ჩაებმებოდა ოკეანის გაღმა მარათონში.

ნაზი ჯახუტაშვილმა ჩვენთან საუბარში რამდენიმე საინტერესო დეტალიც გაიხსენა. მისი გადმოცემით, რაც მონაყოლით ახსოვს, ბაბუას ჰქონია გამორჩეული ტრიუკი, რომელიც ნამდვილად ეფექტური სანახავი იქნებოდა ამერიკელებისათვის. კერძოდ, ვლადიმერს შეეძლო „მაგრად გაჭენებული ცხენიდან“ გადმოხრა და ძირს დაგდებული მონეტის აღება. რა თქმა უნდა, ამგვარი ილეთის დემონსტრირება მოითხოვდა ცხენოსნობის მაღალ საშემსრულებლო ოსტატობას.

მეტად მნიშვნელოვან დეტალს იხსენებს ქალბატონი ნაზი ვლადიმერის აღნაგობასთან დაკავშირებით. იგი საუბრობს დიდ სურათზე, რომელიც ნანახი ჰქონდა ძველ ხის სახლში. სურათზე გამოსახული იყო ვლადიმერი მოგრძო სახით, დიდი ულვაშებით, სამკუთხა წვერით, თავზე ქუდით. ქალბატონმა ნაზიმ თავისი ბავშვობის დროინდელი ასეთი შემთხვევა გაიხსენა: თურმე თამაშის დროს, როცა პირველად დააკვირდა ამ სურათს, მშობლებისთვის უკითხავს, ეს რუსთაველის სურათიაო? მშობლებს უპასუხიათ – ეს რუსთაველის სურათი კი არა, ბაბუაშენიაო..

გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისი შვილთაშვილი ვასო (ბაბუის სახელის მატარებელი) გვიყვება, რომ გადმოცემით ასე ახსოვს, თურმე ვლადიმერს, ნასაკირალში ცხენით მომავალს, დაჯახებია ავტომობილი და ეს გამხდარა მისი გარდაცვალების მიზეზი. ამგვარი გადმოცემის არსებობას ადასტურებს ქალბატონი ნაზიც. აგრეთვე, ვასო ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ბაბუამისს სურდა ვლადიმერის საფლავზე დასურათებული ქვის დადგმა, თუმცა ვერ მოახერხა ომიანობისგან გამოწვეული ფინანსური სიდუხჭირის გამო. ვლადიმერი მისი მეუღლის გვერდით არის დაკრძალული სოფელ ძიმითში, ჯახუტაშვილების საგვარეულო სასაფლაოზე.

ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ გურიაში კაცსა თუ ქალს ასე კარგად გამოსდიოდა ცხენით ჯირითი. მხედრული უნარ-ჩვევების გამომუშავება, მეტწილად განაპირობა ორმა ფაქტორმა. პირველი ეს იყო დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სპორტულ-საცხენოსნო თამაშობები, აქ უნდა ვახსენოთ ცხენბურთი და ჭაკუნობა. ეს უკანასკნელი ბოლო დრომდე იყო გავრცელებული გურიაში. მეორე ფაქტორად შეიძლება დავასახელოთ ისტორიული რეალობა. ზოგადად, საქართველოში ცხენოსნობას უძველესი დროიდან მისდევდნენ. მუდამ ომებში მყოფი ქართველი მებრძოლისთვის ცხენი ყოველთვის ერთგული მეგობარი იყო, საქართველოს ქარტეხილებით სავსე ცხოვრებამ გამოწვრთნა იგი ცხენოსნობაში. ამ მხრივ არც გურია იყო გამონაკლისი.

გიორგი გეგენავა, ისტორიის მაგისტრი

გაზიარება14Tweet9Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026
ისტორია

გურული ისტორიები

10:27; 18 დეკემბერი, 2025
ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რუსეთში, ქალაქ ორსკში კაშხალი გასკდა _ მიმდინარეობს ადგილობრივების ევაკუაცია

ყველა სიახლე

ზაფრანი

2026 წლის თებერვალი ზოდიაქოს 3 ნიშნის წარმომადგენლებისათვის ცხოვრების ახალ თავს გახსნის – ასტროლოგები ასახელებენ

20:05; 4.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:04; 4.02.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

16:12; 4.02.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა

15:45; 4.02.2026
საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა

15:05; 4.02.2026
სამართალი

ჩხრეკა ვაგონ სარემონტო ქარხანაში – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

14:37; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

14:07; 4.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა

13:22; 4.02.2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ, ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს  

12:32; 4.02.2026
საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4.02.2026
პოლიტიკა

,,ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით ვარდების რევოლუციის შემდეგ” – სააკაშვილი

11:36; 4.02.2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4.02.2026
მსოფლიო

სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

10:31; 4.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო