ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვასილ ჩიგოგიძე, სოციალურ ქსელში ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობ დავით ბეშიტაიშვილს მიმართავს.
ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში, მსახიობმა დავით ბუშიტაიშვილმა, სპექტაკლ “მეფე ლირის” შემდეგ რუსული კანონი გააპროტესტა, მისი ვიდეო ვასილ ჩიგოგაძემ გააზიარა, მსახიობი გააკრიტიკა პოლიტიკური მოსაზრების სახელმწიფო თეატრში გაჟღერებისთვის და უთხრა რომ სამხატვრო ხელმძღვანელები რუსული კანონის პროტესტს არ ეთანხმებიან.
“სახელმწიფო თეატრი ერთი პოლიტიკური მოსაზრების ან ჯგუფის მოქმედების არეალი როგორ გახადე, ძამი. ჩვენც გვაქვს ჩვენი აზრი და ჩვენც ვართ სამხატვრო ხელმძღვანელები და არ ვფიქრობთ, რომ „გამჭვირვალობა დაუშვებელია“. სასაცილოდაც კი ჟღერს ასეთი რამის თქმა დღეს. თანაც თქვენ ჩემზე უმცროსები ხართ და ჩემზე მეტი ხომ უნდა გესმოდეთ ამჟამინდელ მსოფლიოში რამხელა გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას. ნუ ავიგდებთ თავს მასხრად. ჩვენ ჩვენ საქმეს მივხედოთ”. – წერს ვასილ ჩიგოგიძე.
შეგახსენებთ რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში, მსახიობმა დავით ბუშიტაიშვილმა, სპექტაკლ “მეფე ლირის” შემდეგ რუსული კანონი გააპროტესტა