ისრაელური მედია Channel 12-ის ცნობებით, ისრაელმა სირიისა და იორდანიის თავზე ირანიდან გაშვებული დრონების ჩამოგდება დაიწყო.
ამოცემის თქმით, ამას ისრაელი აშშ-ს მიერ შექმნილი საჰაერო თავდაცვის “ქოლგის” მეშვეობით ახერხებს, რომელიც რეგიონული მოკავშირეების დახმარებით შეიქმნა.
პარალელურად, ირანის თავდაცვის მინისტრი იმუქრება, რომ ნებისმიერი მეზობელი სახელმწიფო, რომელიც ისრაელს ირანული დრონების ჩამოსაგდებად საჰაერო სივრცეს გაუხსნის, ირანის სამიზნე გახდება.
ცნობისთვის, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ისრაელამდე მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება.