თიხის ფირფიტებზე აღმოჩენილმა წარწერებმა, რომლებიც 3900 წლისაა, დაადასტურა, რომ ნოეს კიდობანი ნამდვილად არსებობდა.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1850 წელს მესოპოტამიაში, შუმერის მეფემ აგრამა ხარისმა მიმართა ღმერთს და სთხოვა წყალობა კიდობანის ასაგებად, რომ თავისი ხალხი გადაერჩინა.
აღმოაჩინეს ნახაზები, რომელმაც კიდობანზე წარმოდგენა მთლიანად შეცვალა.
ის არ ყოფილა უზარმაზარი ხომალდი. უფრო წააგავდა ყუთს, დიამეტრით – 66 მეტრი. კედლები ლერწმის ჰქონდა, ხოლო კარკასი – ხის. ძველშუმერული კიდობანი ორსართულიანი იყო. თოკები, რომლითაც ის გახლდათ შეკრული, ფისით იყო გაჟღენთილი.
არქეოლოგებს მიაჩნიათ, შუმერული კიდობანი არ იყო გათვლილი იმაზე, რომ მისი საშუალებით ეცურათ. მას უნდა ეტივტივა წყლის ზედაპირზე იქამდე, სანამ წყლის დონე არ დაიკლებდა.
ავტორი