UFC-ს ქვემსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონ ილია თოფურიას პოდკასტში MMAF სტუმრობისას ჰკითხეს, რატომ წაშალა ინსტაგრამის აღწერიდან სიტყვები „UFC-ის მსოფლიო ჩემპიონი“, რომელიც ჯერ კიდევ იქამდე დაიწერა, სანამ მაშინდელ ჩემპიონ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაამარცხებდა.
ამაზე პასუხად, 27 წლის მებრძოლმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ჩემპიონი გახდა, უკვე ახალი მიზანი აქვს და ეს ლეგენდად გახდომაა.
„ამ ბრძოლამდე, ჩემი მიზანი იყო, გავმხდარიყავი UFC-ის მსოფლიო ჩემპიონი, თუმცა, ახლა, მე უკვე ვარ ჩემპიონი, ასე რომ, უკვე სხვა მიზნები მაქვს. მინდა, ლეგენდა ვიყო. სულ ცოტა ხნის წინ ისტორია დავწერე, ახლა კი დროა, ლეგენდა დავწერო“, – თქვა თოფურიამ.
წყარო:newposts.ge