კაცი მუქარის გამო დააკავეს. შემთხვევა რუსთავში მოხდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, 40 წლამდე კაცმა ყოფილ ცოლს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ქალმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს მიაწოდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.