,,ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს, რომ ხალხო ჩაატარეთ აქცია და ვაჩვენოთ რამდენი ვართ ჩვენ“ – აცხადებს უმრავლესობის იდერი მამუკა მდინარაძე 29 აპრილს, “ქართული ოცნების” დაანონსებულ აგენტების კანონის მხარდამჭერ აქციაზე.
“ეს იქნება ძალიან დიდი აქცია, დარწმუნებული ვარ, და ყველას მოვუწოდებ, რომ პატივი სცეს იმ აქციის თითოეულ მონაწილეს, იმიტომ, რომ არა თუ ათიათასობით ადამიანი და ასიათასზე მეტი ადამიანი, არამედ მართლა ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს, რომ ხალხო ჩაატარეთ აქცია და ვაჩვენოთ რამდენი ვართ ჩვენ, რა შეგვიძლია, ამას გვეხვეწებიან ამ კვირების განმავლობაში”, – ამბობს მდინარაძე.
მისი თქმით, აქციას პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
ავტორი