„ევროპარლამენტის ერთ-ერთი წევრისგან, პეტრას აუსტრევიჩუსისგან ჩვენ ვნახეთ პირდაპირი თავდასხმა ქართულ პოლიციაზე”,_ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.
“ეს ევროპარლამენტარი გახლავთ ლიეტუვის სახელისუფლებო პარლამენტის წევრი. თავდასხმა პოლიციაზე არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე. მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის არის ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი. კარგი იქნება, თუ შესაბამის განმარტებებს მოვისმენთ ლიეტუვის საელჩოსგანაც, რას ნიშნავს ეს თავდასხმა ქართულ პოლიციაზე”, _ თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროკავშირს მოუწოდა, სანქციები დაუწესდეს ყველას, „ვინც დემოკრატიულ პროცესებს უთხრის ძირს საქართველოში”.
ევროპარლამენტში ინიციირებული ერთ-ერთი რეზოლუციის პროექტის თანახმად ევროპარლამენტარები ეწინააღმდეგებიან „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ კანონპროექტს და აღნიშნავენ, რომ ის მსგავსია რუსეთის ფედერაციაში 2012 წელს მიღებული კანონისა.