დილიდან ჩოხატაურში სამარშრუტო მიკროავტობუსების სიმრავლე შეინიშნება, რომლებსაც ქართული ოცნების მიერ დღეისთვის დაგეგმილ “საყოველთაო აქციაზე” მხარდამჭერები გურიიდან დედაქალაქში მიჰყავს.
ერთ-ერთ მიკროავტობუსთან ევროპული საქართველოს ადგილობრივ წარმომადგენელს, ლია ჩიგოგიძესა და აქციაზე მიმავალ მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
_ ქვეყნის მოღალატეები ხართ თქვენ! _ მიმართა ჩიგოგიძემ მიკროავტობუსში მსხდომებს. საიდანაც საპასუხოდ გაისმა, რომ მოღალატე იყო თავად დაპირისპირებული მხარე.
_ მოღალატეები ხართ თქვენ ყველა. ხელისუფლებაში არ გერგო ისეთი სკამი, შენ რომ გინდოდა და ამიტომ არიან მოღალატეები და მტრები ხომ? _ მიმართეს ჩიგოგიძეს აქციაზე მიმავალმა მოქალაქეებმა, რომლებმაც არ დააკონკრეტეს, რომელი სოფლის წარმომადგენნლები იყვნენ.