“მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” ლადო აფხაზავაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცლებს.
“მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სახელით, ვგმობთ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ლადო არამხოლოდ გამორჩეული მასწავლებელი, არამედ გამორჩეული მოქალაქეა. მასზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე. ველით, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება.
ლადოს ვესაუბრეთ და საბედნიეროდ, ის და მისი ბავშვები კარგად არიან”,_ ნათქვამია განცხადებაში.
ამავე თემაზე:
ლადო აფხაზავა: თავდამსხმელები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჩემს მიმართ