დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:
_მაჭავარიანის ახალი გზა, ჟუჟუნა წვიმის შემდეგ. მშრალ ხევებში დატკეპნილ ნაყარზე, გუშინ მდინარე მოდიოდა. ღმერთს ევედრეთ, მართლა, თბილისისთვის დამახასიათებელი თქეში ნალექი არ მოვიდეს დიდი ხანი. მე კი მიგიტევებთ, რაც მლანძღეთ და მაბულინგეთ, მაგრამ ეს მეწყერი არ გაპატიებთ არაფერს და ხალხი მეცოდება.