<strong>ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.</strong> წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა. ბრალდების მიხედვით, გამოძიება მათ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას და შენახვას ედავება.