“ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა ვერ შეცვლის”,_ განაცხადა რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
„ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა „აბა რა არის ამ კანონში რუსული?“ ამას ვერ შეცვლის – წერეთ და იკითხეთ. ეს კანონის არის რუსული, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ დღეს უკვე ეს კანონი სიმბოლო გახდა – წაიღებთ, არ წაიღებთ, შეცვლით, არ შეცვლით. რეალურად, თქვენივე სიტყვები და საზოგადოებაზე ძალადობა რუსულია. ეს ის მეთოდებია, რომელიც წარსულს ჩაბარდა და რომელსაც აცოცხლებთ. მე რომ პრემიერმა დამასწრო – მისი გამოსვლაც რუსულია და ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ დაბრუნდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ რეალურად ამ კანონის მიღება ხელისუფლებასაც არ ჭირდებობა, მაგრამ მაინც იღებენ, მხოლოდ იმის საჩვენებლად, რომ მათ საქმიანობაში ვერავინ ერევა, თუმცა მათ საზოგადოების პასუხი მიიღეს.