საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გამოსვლებში იკითხება, რომ აქციებზე „პროვოკაციების მოწყობა“ იგეგმება.
„მინდა მოგმართოთ, რომ თქვენ იცოდეთ და ეს იკითხება ასევე, პრემიერის სიტყვებში და რამდენიმე სხვა გამოსვლებში, არის რაღაცა გეგმები, რომელიც ნამდვილად ვერ გაამართლებს, მაგრამ არის რაღაც გეგმები, რომ პროვოკაციები მოაწყონ და თქვენც ჩაგითრიონ. ასე რომ, მე მინდა, რომ მოგიწოდოთ ძალიან დიდი სიფრთხილისკენ, რაც არ არის შიში, მაგრამ სიფრთხილე. რომ არავინ გამოგიწვიოთ თქვენ ამ პროვოკაციებში“,_ განაცხადა პრეზიდენტმა.