“ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, რომ საქართველო რუქაზე გაფორმებულიყო, როგორც პატარა სოფელი არ მოხდა. დღეს ჩვენ ევროპის ლიდერები გვეუბნებიან, რომ თბილისი ევროპის დედაქალაქად იქცა. ეს არის ჩვენი გამარჯვება და მარცხი არ უწერია!”_ აღნიშნული განცხადება პლენალურ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ გააკეთა.
მან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა:
_დარწმუნებული ვარ, რომ ერთ მშვენიერ დღეს როდესაც ბიძინა ივანიშვილი დალომბარდებულ საქართველოს გამოიხსნის, აუცილებლად წავა რუსეთში. მაგრამ იმ თვითმფრინავში თქვენ არ აგიყვანთ. აიყვანს ზებრას. თქვენ ხელს დაგაქნევინებთ, როგორც გუშინ, ფეხზე დამდგარს 67 წამში გაგაყიდინათ საქართველო,_ განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.