ცნობილი გახდა, რომ ფრანგი რეჟისორი ლიუკ ბესონი ბრემ სტოკერის „დრაკულას“ ეკრანიზაციას გადაიღებს.
ახალ ეკრანიზაციაში რეჟისორი კლასიკური რომანის საკუთარ ხედვას შემოგვთავაზებს, რომელზეც აქცენტი დრაკულასა და მისი მეუღლის ურთიერთობაზე გაკეთდება.
დრაკულას როლს 34 წლის კალებ ლენდრი ჯონსი შეასრულებს. ფილმში ასევე კრისტოფ ვალცი ითამაშებს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია რა როლი შეხვდა მას. გადაღებები სავარაუდოდ მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება.
ბრემ სტოკერის რომანი „დრაკულა“ 1897 წელს გამოიცა. მისი წიგნის არაერთი ეკრანიზაციაა გადაღებული.
ავტორი