სტიქიის შედეგად ქვემო ქართლში 15-ზე მეტი სოფელი გარესამყაროს მოწყდა – ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რწმუნებულმა განუცხადა, პრევენციის მიზნით, ღამით მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
“ზარალი ძალიან დიდია, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. მყისიერად მოხდა ყველა პრობლემურ ლოკაციაზე რეაგირება როგორც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, ისე სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
მძიმე და კრიტიკულ არეალებში, სადაც იმის რისკია, რომ წყლის დონემ მოიმატოს, იქიდან ყველა არის ევაკუირებული. ბოლოს 9 ადამიანი იყო ჩარჩენილი წითელ ხიდთან, ერთ-ერთ ობიექტზე და დაიწყეს მაშველებმა ნავებით მათი გამოყვანა. ყველა რისკი მოხსნილია“,- აღნიშნა გიორგი დოხტურიშვილმა.
ვრცლად: IPN