“მისი ადგილი საზოგადოებაში არ არის. მისი ადგილი არის ციხეში”, – ენმ-ის თავმჯდომარე ზვიად ხარაზიშვილის(ხარება) მუქარას პასუხობს და ამბობს, რომ ის ძალადობრივი რეჟიმის სახეა.
“მესმის ახლა, რომ ნერვული ფხაკურები აქვს ახლა და კუდის მოქნევას ცდილობს. შეეგუოს იმას, რომ მისი ადგილი არის საპატიმროში. ის არის საზოგადოებისთვის საშიში. შეხედეთ მას, მის ლექსიკას მოუსმინეთ, მის მანერებს და მიხვდებით, რომ ის არ არის ნორმალური.
ეს ადამიანი წარმოადგენს ძალადობრივი რეჟიმის ძალადობრივ სახეს, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ მისი მხრიდან ასეთი დამოკიდებულება.
ჩემი შვილიც ბევრჯერ ამ მშვიდობიან აქციაზე მონაწილეობას იღებს და ე.ი. მისი უსაფრთხოება ამ არანორმალურს უნდა ევალოს? ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, კაციჭამია”, – ამბობს ხაბეიშვილი.
ხარაზიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა ცემს თავის თავს
“არა როგორ გეკადრებათ, იტყუები რაღაცას…ყველა ცემს თავის თავს, არავინ არავის არ სცემს, ხაბეიშვილს უარესი ელოდება…” _ თქვა ხარებამ.