ელისო ბოლქვაძე, გარდა იმისა რომ თავისი ქვეყნის პატრიოტი დეპუტატია, ქვეყნის სახეა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მას როგორც გამოჩენილ პიანისტს გაუმართავს კონცერტები, როგორც ევროპის, ასევე აზიის არაერთ ორკესტრთან ერთად, ამასთანავე მუდმივად ატარებს ტურნეებს როგორც ამერიკაში, ასევე აზიასა და ევროპაში.
ელისო ბოლქვაძე არის მრავალი ცნობილი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი,
Van Cliburn (აშშ), Vianna da Motta (ლისაბონი), Axa International Piano Competition (დუბლინი) Marguerite Long Piano Competition (პარიზი), სადაც დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით, ფრანგული მუსიკის საუკეთესო შესრულებისთვის.
მას ჩაწერილი აქვს რამდენიმე ალბომი Sony BMG-სა და Cascavelle Lable-სთვის.
ქართველმა ხელოვანმა კულტურული მემკვიდრეობის დამცველად დაიმკვიდრა თავი და მას 2015 იუნესკოს მშვიდობის არტისტის წოდება მიენიჭა.
ელისო ბოლქვაძემ ნობელის პრემიის მსოფლიო სამიტზე კონცერტი “ფორტეპიანო მშვიდობისთვის” შეასრულა.
ის არის ღირსების ორდენის მფლობელი და თავისი ქვეყნის ნამდვილად ღირსეული წარმომადგენელი!
შენი ქვეყნის საპატიო წარმომადგენელს, იმას რომ მოუწყობ, რაც ვიდეოკადრებში ყველამ ვიხილეთ, თან სრულებით არაფრისმთქმელი ადამიანების მხრიდან, სხვა არაფერია თუ არა შენი ქვეყნის მტრობა
ჩემი პატივისცემა ელისოს Elisso Bolkvadze ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანას ბევრი მისნაირი ცნობილი, სამშობლოზე გულანთებული და ასეთივე წარმატებული კულტურის ელჩი ჰყავდე, _ წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.