ცოტა ხნის წინ, არქეოლოგებმა, ჯერ კიდევ 2001 წელს, ირანში აღმოჩენილი ძველი ფლაკონის შიგთავსი შეისწავლეს.
ამოჩნდა რომ მასში უძველესი ტუჩსაცხი ინახებოდა.
უძველესი ფლაკონი ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ჯიროფტის მახლობლად იპოვეს. ის ქლორიტისგან არის დამზადებული.
ანალიზმა აჩვენა, რომ კოსმეტიკური ნივთიერების ასაკი 3 600 წელს შეადგენს. კოსმეტიკური ნივთიერების ძირითადი კომპონენტი დაფქული ჰემატიტი იყო.