შენც წახვედი Mamuka Kobulia შენს ძმებთან.
რატომ ღმერთო, რატომ?საკმარისია!!!
გიოს და საბასთან ერთად ერთი სანთელი შენთვისაც აინთება, როცა ტაძარში შევალ, მამუ…
გპირდები, შენი სულის სიმშვიდისთვისაც ვილოცებ, _ წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მოტოციკლისტის, მამუკა ქობულიას მეგობარი ნათია ცოტაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისში, ბალანჩინის და ბელიაშვილის ქუჩების კვეთაზე გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
დიდი სისწრაფით მომავალი ავტომობილი “ტოიტა პრადოს”, შემდეგ კი მოპედს დაეჯახა, რის შედეგად, ერთ-ერთი კომპანიის კურიერი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.