მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ჩოხატაურში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა: კულტურის ცენტრის ორგანიზებით ხელოვნების სასახლეში სტუდია „მომავლის ბავშვების“ კონცერტი გაიმართა;
მოეწყო გასართობი შოუ-პროგრამა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ პროექტის- „დაზოგე ტყე“ ფარგლებში გასართობი, საინფორმაციო და შემეცნებითი სივრცეები მოაწყო; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ენერგოეფექტურობის კარავი განთავსდა.
ღონისძიებებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.