ირანში პირველად ისტორიაში პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი დაარეგისტრირეს.
როგორც სააგენტო iribnews.ir წერს, ინფორმაცია ირანის ისლამური რესპუბლიკის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა გაავრცელა.
საუბარია ზოჰრე ელაჰიანზეზე, რომელიც გახდა პირველი ქალი, რომელიც ირანის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა, მანამდე ირანის საარჩევნო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სამი ქალი არ დაარეგისტრირეს, რადგანაც ისინი „კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდნენ“.
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, სულ 17-მა ადამიანმა გამოთქვა.
მათ შორის არის თეირანის მერი ალირეზ ზაკანი, ირანის საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი თავმჯდომარე – ალი ლარიჯანი, ირანის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი აბდოლნასერ ჰემათი, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლეს საბჭოში ქვეყნის სულიერი ლიდერის წარმომადგენელი საიდ ჯალილი, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყოფილი მეთაური ვაჰიდ ჰაგანიანი და ირანის პარლამენტის ექვსი მოქმედი და ხუთი ყოფილი წევრი.
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება.
ავტორი