ავტომობილი ქვეითად მოსიარულე შუა ხნის ქალს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.
როგორც სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ხათუნა რევაზიშვილმა განგვიცხადა, პაციენტს წელისა და მენჯის ტრავმები აღენიშნება და მისი მდომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება.