1-2 ივნისს, თბილისში, ნუცუბიძის მესამე პლატოზე მეექვსედ გაიმართა უდროოდ გარდაცვლილი ნიჭიერი ხელოვანის ბეგი მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი უბნის ჩემპიონატი ფეხბურთში.
როგორც ბეგი მამალაძის სახელობის ფონდში აცხადებენ, წლევანდელი ჩემპიონატი გამოირჩეოდა იმით რომ გარდა ნუცუბიძის უბნის მოზარდებისა თბილისის სხვადასხვა უბნიდანაც შემოუერთდნენ ჩემპიონატს მოთამაშე გუნდები: საბურთალოს “ჯუნიორი”, თსუ “თბილისი” , “შევარდენი” და თბილისის “თბილისი”.
დაძაბული თამაშების შედეგად ჩემპიონატის გარდამავალი თასი მოიპოვა საბურთალოს “ჯუნიორმა”, მეორე ადგილი წილად ხვდა თსუ “თბილისს” , ხოლო მესამე ადგილზე გავიდა თბილისის “თბილისი” . სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი და საუკეთესო ფეხბურთელი.
როგორც ცნობილია, ფონდი თავის საქმიანობას აგვისტოდან კურორტ ბახმაროში გააგრძელებს ბეგის ბიბლიოთეკის ბაზაზე და დამსვენებელი მოზარდები ბეგის საყვარელ სტადიონზე გააგრძელებენ თბილისში დაწყებულ საფეხბურთო ესტაფეტას.
ავტორი