ვერძი
მნიშვნელოვან საკითხზე დიალოგს (მეუღლესთან, ოჯახის წევრთან) ვერ ასცდებით. ზოგიერთს გაჯიბრების სურვილი გაუჩნდება. ეცადეთ, არაფერი მოიმოქმედოთ ნეგატიურ ემოციებზე. სხვა დღისთვის გადადეთ რამის დაგეგმა, გადაკეთება.
კურო
საღამომდე დაძაბულ რეჟიმი მოგიწევთ მუშაობა. შეიძლება კლიენტის ჭირვეულობასთან მოგიწიოთ შეჯახებამ. მაქსიმალურად მოთოკეთ თავი და ეცადეთ, არ გამოავლინოთ აგრესია. გადაადგილებისას დაიცავით მოძრაობის წესები.
ტყუპი
თუ ლაპარაკს მუშაობა გირჩევნიათ, დღე კარგად ჩაივლის. იყავით მაქსიმალურად ფრთხილი, მოსალოდნელია კრიტიკა გარშემო მყოფებისგან, აგრეთვე, გაურკვევლობა ოჯახის წევრებთან. ეცადეთ, საკუთარი სურვილების გამოთქმისას მბრძანებლური ტონი არ გქონდეთ.
კირჩხიბი
დღეს მშვიდობიანად ვერც სახლში მოაგვარებთ საქმეებს და ვერც სამსახურში. კამათი და დაპირისპირება გარდაუვალია. გახსოვდეთ, რომ სტრესმა შეიძლება ცუდად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე. არ დაიწყოთ რემონტი. დღეს ნუ დაგეგმავთ ახალ ბინაში გადასვლას.
ლომი
მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი თავი, რომ არც საქმეები გაიფუჭოთ და არც დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ზოგიერთს დაუგეგმავი მგზავრობა ელის. სხვა დღეს გადადეთ შეხვედრა მეგობრებთან.
ქალწული
ნუ აჩქარდებით ნურც მუშაობისას, ნურც გამონათქვამებისას. დაუდევრობამ შეიძლება ფინანსური დანაკარგი მოგიტანოთ. ნუ გამოავლენთ ინიციატივას. არავის მოახვიოთ საკუთარი აზრი.
სასწორი
იყავით დაკვირვბული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ცივ გონებაზე მიიღეთ. აკონტროლეთ -0:06ემოციები. მანდილოსნები მაქსიმალურად მოერიდეთ სტრესსა და ტრავმებს. მამაკაცები კონკურენტებთან საბრძოლველად ყველაფრით ნუ გარისკავთ.
მორიელი
ეცადეთ თქვენი ცოდნა საქმეებით დაამტკიცოთ და არა სიტყვებით. სხვა დღისთვის გადადეთ განხილვები, შორ მანძილზე მგზავრობა. რაც უფრო ახალგაცნობილია ადამიანი მით ნაკლებად გადაუხსენით გული. ზოგიერთს შეიძლება მკვეთრად შეეცვალო ვინმეზე წარმოდგენა.
მშვილდოსანი
ნუ გადადებთ ხვალისთვის იმ საქმეებს, რომლებსაც დღეესაც წარმატებით მოაგვარებთ. გარშემო მყოფები თქვენში ავტორიტეტს ხედავენ და ეცადეთ, ასეთად დარჩეთ მათთვის. სიფრთხილე გმართებთ გადაადგილებისას, ინსტრუმენტებთან და ტექნიკასთან მუშაობისას.
თხის რქა
დააკვირდით, რას ამბობენ და აკეთებენ გარშემო მყოფები, მაგრამ შეანელეთ რეაქციები. მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას გარშემო მყოფებთან. სიფრთხილე გმართებთ საოჯახო საქმეებისას და ფიზიკური აქტიურობისას.
მერწყული
გადაადგილება და საქმეების მოგვარება დამატებით ძალებს მოითხოვს. შეიძლება სირთულეებიც ახლდეს თან. ცუდი კავშირისა და ვარაუდების გამო გაგიფუჭდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. მოერიდეთ დიალოგების გამართვას.
თევზები
ცვლილებების, განცდების, ცხარე დებატების დღეა. ახლობელმა ადამიანებმაც კი შეიძლება შეგიქმნან უსიამოვნებები. წონასწორობა რომ შეინარჩუნოთ, აკონტროლეთ საკუთარი თავი და არ წამოეგოთ პროვოკაციას. შეიძლება გაჭირვეულდნენ ბავშვები.