ის, რაც ამ დღეებში ჩემს ირგვლივ ხდება, მე ვინ ვარ-ჩემზე ბევრად აღმატებულ ადამიანს დაამშვენებდა და ააღელვებდა! მადლობა ყველას, ვინც აქ, საჯაროდ, პირად მიმოწერაში, სატელეფონო ზარებით თუ მოკითხვებით, უკან მიბრუნებთ ამხელა სიყვარულს და პატივისცემას.
რა თქმა უნდა, ხშირად მიფიქრია, როგორი იქნებოდა ერთ დღეს ჩემი ამ პოზიციიდან წასვლა (,,სულხომარიქნებოდას” მთქმელების საყურადღებოდ), წარმოდგენებში უამრავი ვერსია დამიშვია, მაგრამ არც ერთხელ ასეთი….
უღალატოდ მოყვარული, გულშემატკივარი, მომფერებელი და დამფასებელი ყოფილა. – ხ ა ლ ხ ი . როგორც ჩანს, ეს დღე იყო საჭირო, რომ მარგალიტებად აქა-იქ გაბნეული ნაკეთები საქმე და სიკეთე, გაცემული სიყვარული ასე ერთბაშად ჩაყრილიყო ჩემი ცხოვრების ყულაბაში. ეს ყოფილა საუკეთესო პოლივალენტური შრატი და წამალი. თავდახრით მადლობას გიხდით ჩემო მეგობრებო, გულშემატკივრებო, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებო, ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო, საამაყო მოსწავლეებო, მშობლებო, ღირსეულო ოზურგეთელებო და არა მარტო!
ორ რამეს ვერ წამართმევს ვერავინ _ ჩემს ჭკუა-გონებას და სიცოცხლეს!
მე აქ ვარ! ამ სივრცეში და ამ ქალაქში! თუ ოდესმე დაგჭირდებათ ჩემი თავი, ჩემი გამოცდილება, პროფესიული ცოდნა და მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, მიგულეთ თქვენს გვერდით, თქვენს გულშემატკივრად და თანამდგომად.
სანამ ერთმანეთს არ დავკარგავთ, დასაკარგი არაფერი გვაქვს! _ წერს ლელა იმედაშვილი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი ლალი სიჭინავა დაინიშნა.