ზესტაფონში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი გაქურდეს. ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ოფისიდან წაღებულია სხვადასხვა სახის ტექნიკა.
ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ოფისში შესვლა შენობის უკანა მხრიდან არსებული ფანჯრიდან მოახერხეს.
“ნაციონალურ მოძრაობაში” ვარაუდობენ, რომ დანაშაული ხელისუფლების დავალებით მათთან დაახლოებულმა კრიმინალებმა ჩაიდინეს.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.