რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოში ცნობილი, უბერებელი, 93 წლის მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი რიგით მეხუთედ დაქორწინდა.
მერდოკის ახალი რჩეული, 67 წლის ბიოლოგი ელენა ჟუკოვა გახდა.
ქორწინების საზეიმო ცერემონია მერდოკის სახლში, კალიფორნიაში გაიმართა.
საინტერესოა, რომ ელენა ჟუკოვასთვის ეს მესამე ქორწინებაა. პირველი ქორწინებისგან მას ჰყავს ქალიშვილი დაშა – მილიარდერ რომან აბრამოვიჩის ყოფილი ცოლი.