ცოტა ხნის წინ, აშშ-ში უცნაური ფაქტი დაფიქსირდა.
მხატვარმა ქალბატონმა, ერიკა ტალიმ თავის 21 წლის ცხენ ბლიუს, არც მეტი არც ნაკლები …ხატვა ასწავლა.
ერთ დილას, მხატვარი ერიკა დაინტერესდა იზიარებდა თუ არა ბლიუ მის გატაცებას. ქალმა ფუნჯს სტაფილო მიამაგრა და ცხენის წინ ტილო და საღებავები დააწყო.
სრულიად მოულოდნელად ცხენმა ფუნჯი აიღო და ტილოზე ხატვა დაიწყო.
გავიდა ხანი. ბლიუს მიერ დაწერილი ტილოები დიდი პოპულარობით სარგებლობს – ერიკამ უკვე ბლიუს თორმეტი ნამუშევარი გაყიდა.