ციურიჰის (შვეიცარია) უმაღლესი ტექნიკური სკოლისა და მაიამის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ „შავი ხვრელის“ ნიშნები არა მარტო კოსმოსურ სივრცეში, არამედ, დედამიწაზეც არსებობს. მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ გიგანტური ძაბრები, რომელთა დანახვაც შეუძლებელია, რეალურად არსებობენ.
გრიგალები შემჩნეულ იქნა ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში. თანამგზავრიდან გადაღებული სურათების ანალიზიდან გამომდინარე, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ისინი ოკეანიდან იმდაგვარადვე ისრუტავენ წყალს, როგორც „შავი ხვრელები“ შთანთქავენ სინათლეს კოსმოსში. ეს „ძაბრები“ იმდენად მკვრივად არიან გარშემორტყმულნი წყლის მოძრავი ნაკადებით, რომ ყველაფერი, რაც მათში ხვდება – ნაგავი, ზეთი, ცოცხალი არსებები და წყალიც კი – სამუდამოდ ქრება.
სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ მიღებული შედეგები დაეხმარებათ, გადაწყვიტონ რიგი საკითხებისა, მათ შორის, გრიგალების გავლენა მსოფლიო ოკეანის ტემპერატურაზე, აგრეთვე, მისი დაბინძურების მიზეზები. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ, მორევებს, რომლებიც თბილი და მარილიანი ატლანტის ოკეანის წყლის გადატანის ცირკულაციას აძლიერებენ ჩრდილოეთის მიმართულებით, გააჩნიათ შემაკავებელი ეფექტი. როგორც ჩანს, ისინი არბილებენ ზღვის ყინულის დნობას გლობალური დათბობის პირობებში.
ავტორი