რძეს შეუძლია დაეხმაროს მწეველ ადამიანებს ამ მავნე ჩვევის დაძლევაში.
ნიდერლანდელ მეცნიერთა კვლევებმა ცხადყო, რომ რძე, ბოსტნეული და სუფთა წყალი აუარესებს სიგარეტის გემოს.
გამოკვლევების ხელმძღვანელის, ჯოზეფ მაკკლერნონის თქმით, ეს მონაცემები დაეხმარება მეცნიერებს სპეციალური დიეტის ან საღეჭი რეზინის შემუშავებაში მწეველებისთვის, რომლებსაც სიგარეტისთვის თავის დანებება სურთ.
ექსპერიმენტში 210 მწეველი მონაწილეობდა. მათი გამოკითხვის შედეგად დადგინდა, მათი კვებითი რაციონიდან რა აუმჯობესებდა სიგარეტის გემოს და, პირიქით, რა აუარესებდა მას იმდენად, რომ მოწევის სურვილს უკარგავდა. გამოკითხულთა 19 პროცენტის თქმით, რძის პროდუქტები მნიშვნელოვნად უფუჭებდა გემოს თუნდაც საუკეთესო ხარისხის სიგარეტს.
14 პროცენტი უკოფეინო სასმელების – წყლის ან წვენების შემდეგ ვეღარ ატანდა გემოს საყვარელ „საქმიანობას“, 16 პროცენტი კი ამაში ბოსტნეულსა და ხილს „ადანაშაულებდა“.
მწეველთა 44 პროცენტი აღნიშნავს, რომ ალკოჰოლი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სიგარეტის გემოს, 45 პროცენტის თქმით, მოწევა განსაკურებით სასიამოვნოა ყავასთან და ჩაისთან ერთად. 11 პროცენტი კი ხორცისა და სიგარეტის გემოთა შერწყმას ამჯობინებს. ისინი, ვინც მენთოლიან სიგარეტს ამჯობინებენ, მოსაწევის გემოს ცვლილებას რაიმე პროდუქტს არ უკავშირებენ.
გარდა ამისა, მეცნიერები გეგმავენ ქიმიური ნივთიერების – ვერცხლის აცეტატის გამოყენებას, რომელიც ასევე ცვლის სიგარეტის გემოს და მწეველთათვის უსიამოვნოს ხდის მას.
ყველაფრის მიუხედავად, ასეთი პრეპარატების მიღება ან სპეციალური დიეტა არ იქმნება მკურნალობის ერთადერთი გზა.
ეს მხოლოდ საშუალებაა, რომელიც შემცვლელ თერაპიასთან უნდა შევათანხმოთ. ამისთვის კი ისევ ტრადიციული ხერხის, პლასტირის ან საღეჭი რეზინის დამატებაა საჭირო.
ავტორი