ცოტა ხნის წინ ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურში. სოფელ სამების მკვიდრი 23 წლის გიორგი მახარაძე, რომელიც სამუშაოდ სამეგრელოში იმყოფებოდა, დენის დარტყმით გარდაიცვალა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება გიორგის გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარების შემცველი პოსტები.
“რა სამწუხაროა, როგორი დასანანია….
თანავუგრძნობ ოჯახს.
უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი
ვაიმე, რა ბიჭი, ვიზიარებ ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული…
ჩვენი ყველას კიდევ ერთი ტკივილი და მწუხარება
მონაწილე ვარ და ვიზიარებ!!
ჩვენი გიო…სიყვარული და სითბო,ნიჭიერება და სილამაზე ბიჭი…გული გაგვიგლიჯა, ნუგეში აფსურდია ამ დროს!…ენა დამებორკა,ვეღარ ვაზროვნებ!…ღმერთოოოოო, _ წერენ სოციალურ ქსელში გიორგის ახლობლები.
“გურია ნიუსი” თანაუგრძნობს გიორგის ოჯახს, ახლობელს, მთელ სოფელს და გამძლეობას უსურვებს მათ.