გადაცემაში “სპორტი იმედზე” ხვიჩა კვარაცხელიას მამამ ბადრი კვარაცხელიამ და საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრეს.
ბადრი კვარაცხელიას თქმით, მას ხვიჩასთან “ნაპოლის” შესაძლო დატოვებაზე ჯერჯერობით არ უსაუბრია, თუმცა პირადად მისი აზრით, უკეთესი იქნება, თუ ხვიჩა “პარტენოპეის” დატოვებს.
“სიმართლე გითხრათ, ხვიჩასთან ამ თემაზე არ მისაუბრია, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატია. ხვიჩა პატარა ბიჭი არ არის და ამ საკითხს თვითონ გადაწყვეტს, დავჯდებით ოჯახი და დავილაპარაკებთ.
ამას პირველად ვიტყვი, არ მინდა, რომ “ნაპოლიში” დარჩეს, ეს ნამდვილად არ მინდა. წელიწადში 4 მწვრთნელი შეიცვალა, ცოტა მაფიქრებს…
შეგახსენებთ, ხვიჩას “პარტენოპეისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება და როგორც წამყვანი იტალიური გამოცემები წერენ, მალე მხარეები ახალ კონტრაქტზე მუშაობას დაიწყებენ.
წყარო: sportall