ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შემდეგ განაახლა სანაკრებო რეიტინგი, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთი პოზიციით დაწინაურდა.
ეროვნულმა გუნდმა რეიტინგში ბოსნია და ჰერცეგოვინა ჩამოიტოვა და ამჟამად, 1338.91 ქულით 74 ადგილს იკავებს.
ცნობისთვის, საქართველოს რეიტინგი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემდეგაც გაუმჯობესდა.
მარტის მატჩების შემდეგ, ფიფას რეიტინგში საქართველო 76-ე პოზიციიდან 75-ზე იყო გადასული.
შეგახსენებთ, მაშინ საქართველომ ლუქსემბურგისა და საბერძნეთის ეროვნული ნაკრებების დამარცხებით, ევროპის ჩემპიონატზე საგზური გაინაღდა.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კი საქართველო თურქეთის ნაკრებს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:1 დამარცხდა, წინ კი ჩეხეთთან და პორტუგალიასთან დაპირისპირებები ელის, რამაც უნდა გადაწყვიტოს, გადავა თუ არა გუნდი ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე.
ავტორი