მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში მგზავრი გადავარდა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, ამ დროისთვის, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა მთლიანად შეჩერებულია.
რაც შეეხება მოქალაქის მდგომარეობას, კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობას.