უკრაინაში, კიევის რეგიონზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა და ათობით საცხოვრებელი და სხვა შენობა დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
მანამდე უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ რუსეთის მიერ გაშვებული სამი რაკეტიდან ორი კიევის რეგიონში გაანადგურეს.
არსებული ინფორმაციით, ნამსხვრევების დაცემის შედეგად დაშავებულებს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ. რაკეტამ დააზიანა ექვსი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და 20-ზე მეტი კერძო სახლი, ასევე, ბენზინგასამართი სადგური, აფთიაქი, ადმინისტრაციული შენობა და სამი ავტომობილი.